აპრილის გეგმები

26 03 2010

მოვიდა გაზაფხული და ამ ამინდებმა თითქოს სულ სხვა ენერგია შემმატა. ბოლო პერიოში რატომღაც იმდენი გასავალი იყო ჩვენს პატარა ოჯახში, რომ ჩემი თავისთვის ვერ ვიცლიდი. ხოდა, გადავწყვიტე დავლაგდე და ჩამოვთვალო რა მინდა აპრილში რომ გავაკეთო. პირველ რიგში გადასაწყვეტი მაქვს გავაგრძელო აერობიკა, თუ გადავიდე იოგაზე ან ფიტნესზე. ვეღარ მომიფიქრებია. იოგა მინდა იმიტომ რომ აშკარად ტონუსში მოვა სხეული, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია, მითუმეტეს  ჩემს ხერხემალს სასწრაფო დახმარება სჭირდება, რადგან ბავშვის ხელში ჭერის გამო საშინლად მტკივა. ფიტნესი კი იმიტომ მხიბლავს რომ პრესს მალე დავამუშავებ. ავირიე, მირჩიეთ რამე…

ახლა გადავიდეთ თმის მოშორებაზე :) მივდივარ ჰეარ ჰაუსში და იქ არსებულ თმის მოცილების სამივე მეთოდს ვცდი საკუთარ თავზე.  ესენია: ელექტრო ეპილაცია, ბიო და მაზით. სახელი დამავიწყდა, გავიგებ და დავწერ.

რაც შეეხება ჩემი გულის ტკივილს, მგონი ამ თვეშიც ვერ ავალთ კოპალაში ჩვენი აბონიმენტებით და საცურაო აუზსაც ავცდები :( ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.

კიდევ…ამეკვიატა აზრი რომ წვივზე პატარა ტატუ გავიკეთო. დაახლოებით ასეთი





ექსპერიმენტები გარეგნობაში

6 03 2010

ყოველთვის მიყვარდა თავის მოვლის საშუალებები, ვარჯიშები, მასაჟები….და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.  თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობენ ქალები, რომელბსაც აქვთ შესაძლებლობა და აკლიათ აქტიურობა, სურვილი.  ახლა უცბად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფილმი გამახსენდა ჯიმ ქერის მონაწილეობით, მატყუარა ადვოკატი რომაა. როცა თავისი შვილი ეუბნება :  ”მამა მასწავლებელმა გვითხრა რომ მთავარი სულია და არა ფიზიკურობა”,  ქერი პასუხობს : ”შვილო ამას მხოლოდ მახინჯები ამბობენ”.  :)    რა თქმა უნდა გადამეტებულია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის მოვლას და ჩაცმას, რაც საკუთარ თავში სიმტკიცეს გმატებს და ამის შედეგადაც აწყობ ცხოვრებას. ახლა ისე არ გამიგოთ მთავარია კარგად გამოვიყურებოდეთ და ყველაფერი სინზე დადებული მოგვივა ცხოვრებაში… :) მაგრამ დიდი გავლენა რომ აქვს ალბათ დამეთანხმებით.

აშკარად ვამჩნევ რომ მშობიარობის შემდეგ თავის მოვლის სურვილი ათასმაგად მაქვს გამძაფრებული. ალბათ ეს არის ერთგავრი დამტკიცება იმისა, რომ ნახეთ შვილიანი ქალი არაა აუცილებელი მარტო ხალათით, თამაგაბურძგნული დადიოდეს და ხელში ჩასვრილი პამპერსები ეჭიროს, პირიქით შეუძლია იაროს სალონში, ვარჯიშებზე, დაიბრუნოს ძველი ფორმა და ამასთან ერთად იყოს კარგი დედაც.

ამას წინათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილ სალონში ”ჰეარჰაუსში” ვიყავი, უკვე დამიგროვდა რამდენიმე ვიზიტი და ნელ–ნელა ვხდები რომ ”ჩემი” სალონია. წარბები და მანიკური გავიკეთე. ჩემთვის წარბების გაკეთება ექსპერიმენტი იყო, რადგან არასოდეს მიხლია ხელი, რადგან ვთვლიდი რომ არაფერი მქონდა შესაცვლელი და გასაპუტი, რავიცოდი ასე თუ გაალამაზებდა  ქალბატონ ნატა. სულაც რომ არაფერი გქონდეთ გასაკეთებელი მარტო მისი ლაპარაკის მოსასმენად ღირს წასვლა. მერე მანიკურზე დავჯექი და  ბედნიერი გამოვედი, თითქოს რაღაც უარყოფით ენერგიას ტოვებ იქ, ხელახლა იბადები და თამამად დგავ ნაბიჯებს.

ასე რომ ქალბატონებო გისურვებთ რომ ყოველთვის გქონოდეთ იმის საშუალება და სურვილი, რომ მიხედოთ საკუთარ თავებს, იყოთ ლამაზები, მამაკაცის ოცნების ობიექტები და თავდაჯერებულები საკუთარ თავში.





პრაიმ ფიტნესი–აერობიკა

23 02 2010

მოკლედ ამ ბოლო დროს სულ ავიღე ხელი ჩემი საყვარელი ბლოგიდან, არ ვიცი რა მეტაკა…მორჩა დღეიდან აღარ ვიზარმაცებ.

ამ ჩანაწერს კი ვუძღვნი პრაიმ ფიტნესის გლდანის ფილიალს :)   მშობიარობის შემდეგ ჩემი წონა და მუცელი თავის ფორმაში ჩადგა, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა რომ ისევ ისეთი პრესი მქონოდა, ამიტომ გლდანში მდებარე პრაიმ ფიტნესზე უკეთეს რას მივმართავდი (ჩემთან ახლოსაა), თან თათაც დადის და ეგ დამატებითი სტიმულია ჩემთვის. ხოდა ჩავეწერე აერობიკის ჯგუფში. თითქმის ერთი თვე გავიდა და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენი შორენა ინსტრუქტორი საკმაოდ გვტვირთავს, ისე რომ 3 დღე კუნთების საშინელ ტკივილს ვგრძნობ :) ეს ცუდი არ გეგონოთ, პირიქით,  როცა სწორად ვარჯიშობ მაგის შედეგია, ხოლო არასწორად ვარჯიშის შემთხვევაში კუნთები არ გტკივდება. მე ჩემს მუცელს უკვე შევატყვე რომ რაღაც შედეგი აქვს.

ახლა რაც შეეხება საქმის ოფიციალურ მხარეს, ანუ მოგაწვდით ინფორმაციას თავისი სურათებით. სასიამოვნო გარემო, სისუფთავე, წესრიგი, თბილი დამოკიდებულება, ეს ძირითადი კომპონენტებია.

  • გასახდელი: დგას რამდენიმე კარადა, სადაც ათავსებთ თქვენს ნივთებს, არის სარკე თავისი თმის საშრობით. სუფევს სისუფთავე და არ დგას სუნი. კმაყოფილი ვიქნებოდი უფრო მეტი სკამი რომ დაედგათ.ჩემს სურათებზე ძირითადად თათა ფიგურირებს :)თათა :)
  • საშხაპე: არის საკმაოდ ბევრი, ანუ რიგში დგომა არანაირად არ მოგიწევთ, არაა სუნი, სისუფთავეა, ვისურვებდი რომ წყალი უფრო დარეგულირებული წამოსულიყო, თუმცა დიდი პრობლემა არც ეგაა, უბრალოდ ზოგჯერ უბერავს ხოლმე ცოტათი :)
  • სავარჯიშო ოთახი: არის უამრავი სარკე, თითქმის მთლიან ოთახში, რაც სივრცეს ადიდებს და შეგიძლია ყველა კუთხიდან აკონტროლო თავი, ასევე ამოწმო სად რამდენი ზედმეტი ხორცი გაქვს :) დაგებულია ლამინატი, არის კარგი განათება, სისუფთავე. აი ამ უსაშინლესი სურათის გამო დიდი ბოდიში, ახლა ჩანაწერის გაკეთება მეჩარქებოდა, ხვალე ვეცდები გადავიღო ნორმალური და ის დავდო. ამის შემდეგ ვაპირებ გადავიღო ტრენაჟორების ოთახი რა თქმა უნდა თუ ნებას დამრთავენ და სხვა რაღაცეებიც. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ, გაწყობთ ტერიტორიულად და ვერ გადაგიწყვეტიათ, მენდეთ და გირჩევთ რომ იაროთ პრაიმში. ( რეკლამისთვის არავის გადაუხდია) :)




როგორი არომატი გვჭირდება ზამთარში

11 02 2010

ზამთარში როცა ცივა,  ხელთათმანები გვიკეთია და ქუდი გვახურავს ”თბილი” არომატი გვჭირდება. ადამიანი წლის ცხელ და ცივ დროებში არომატებს სხვადასხვანაირად აღიქვამს. სიცივეში ჩვენი ყნოსვა ქვეითდება. ეს ნიშნავს, რომ კარგად მხოლოდ გაჯერებულ, მკვეთრ არომატებს შევიგრძნობთ. მსუბუქი, ნაზი სურნელი კი გაზაფხულისთვის და ზაფხულისთვის უნდა შევინახოთ. არომატები, რომლის ძირითადი შემადგენელია ვარდი, წლის ნებისმიერი დროისთვის მისაღებია.
ზამთარში შეარჩიეთ სანელებლების, ვანილის, კონიაკის, კარამელის, შოკოლადის, ეგზოტიკური ხილის (მაგალითად, ქოქოსის), მანდარინის და ფორთოხლის მქონდე ნოტების სუნამო.
ახლა კი რჩევას მოგცემთ, თუ მაჯაზე წაისმევთ კრემს და შემდეგ სუნამოს დააპკურებთ არომატი უფრო დიდხანს გაძლებს.
ეცადეთ სუნამო სამოსზე არ მოიხვედროთ . ზამთრის ტკბილი სურნელის ზოგიერთი კომპონენტი იმდენად გამძლეა, რომ გარეცხვის შემდეგაც ქსოვილზე ცუდად რჩება.
ხელსახოცზე ან სავიზიტო ბარათზე არომატი აპკურეთ და ჩანთაში ჩადეთ. სასიამოვნოა როცა ჩანთიდანაც საუცხოო სურნელი იფრქვევა.
სამოსი და ბეწვი სუნს ინდივიდუალობას ართმევს. ძვირფასეულობა (განსაკუთრებით მარგალიტი) სუნამოს საერთოდ ვერ იტანს.
მე პირადად ძალიან ძალიან მიყვარს ცივი სურნელი, ისეთი სუნთქვას რომ გაგიყინავს :) ამიტომ ზამთარში ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებად ტკბილი და თბილი არომატი შევარჩიო. მარტო გემოვნებაზეც არაა, თავს მატკიებს ტკბილი სუნამო. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მონუსხეთ მამაკაცები თქვენი სურნელით :)





თმის ცვენა ანუ ალოპეცია

21 12 2009

   ჩემი მორიგი ჩანაწერი ”სილამაზის რეცეპტების” კატეგორიიდანაა. თუმცა ეს პრობლემა ჩემს შემთხვევაში უკვე მარტო სილამაზეს აღარ უკავშირდება, რაღაც უფრო სერიოზულში გადადის :) მოკლედ რა ხდება…  მთელი ჩემი ცხოვრება მქონდა ძალიან ხშირი თმა და მე ამით ვამაყობდი რაღა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ღერი თუ ჩამომავრადებოდა.  ამა  წლის 8 ივლისს გამიჩნდა თომა და ჰოი საოცრებავ… 3 თვის შემდეგ მე თვის ცვენა დამეწყოო, ნუღა იტყვი და უკვე 2 თვეა ასე გრძელდება. სხვა რა გზა დამრჩენოდა მოვიძიე ინფორმაცია, რის მეშვეობითაც შევიტყვე რომ ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა მშობიარობის და ოპერაციის შემდეგო, ცოტათი დავმშვიდდი რადგან საკეისრო მაქვს გაკეთებული და ჩემს შემთხვევაში ორივე ერთადაა, მშობიარობაც და ოპერაციაც. მაგრამ ასე გულხელდაკრეფილი ხომ არ ვიჯდებოდი? მე თუ მკითხავთ ყველაზე კარგი გამოსავალი დერმატოლოგთან ვიზიტია, თმის ღერის დანერგვა და ცვენის მიზეზის გარკვევა, მაგრამ სანამ ამას ვიზავდე მინდა ფრიად საინტერესო ცნობები მოგაწოდოთ ამ საკმაოდ ხშირ პრობლემაზე და მის აღმოფხვრაზე. გასწავლით ბევრნაირ მასკებს. დღეიდან ვაპირებ აქტიურად შევიზილო თმაში ეს რამე-რუმეები :) შედეგზე აუცილებლად გაცნობებთ. 

                                                                            თმის ცვენა ქალებში

      მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებში თმის ცვენა ლოკალური იშვიათად არის – თმის შესამჩნევი გაიშვიათება, როგორც წესი, თავის მთელ ზედაპირს მოიცავს. სუსტი სქესის წარმომადგენლებში თმის ცვენის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებაა (სტრესი, რადიაცია, ეკოლოგია, მკაცრი დიეტა, ამა თუ იმ პრეპარატის უკონტროლო მიღება და სხვა).

     თმის ცვენა ხშირად პირდაპირ კავშირშია დიეტასთან. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი, რომელსაც ასე ინტენსიურად ებრძვიან, თანაც – მეტად არასწორი მეთოდებით, მხოლოდ “უშნო ქონი” კი არ არის, არამედ ჰორმონული ფუნქციის მქონე ორგანო. ქალბატონი, რომელიც სიმსუქნით არ გამოირჩევა და სხეულის მასის 10%-ს კარგავს, თავს ცილოვანი დეფიციტისა და მინერალური დისბალანსის საფრთხეში იგდებს. გახსოვდეთ: “ჰოლივუდურ გარეგნობას” შეიძლება ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თმის ცვენის გაძლიერებას, ფრჩხილების განშრევებასა და მტვრევას  აუცილებლად მიიღებთ. ჩ, B5, B6, PP ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები (თუთია, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვა) თმის ძირების ჯანმრთელობისა და ღერების კვებისათვის აუცილებელია. ამ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, გამოწვეული თამბაქოს წევით, ამა თუ იმ პრეპარატის მიღებით, დიეტით თუ სხვა მიზეზით, თმის ცვენას აძლიერებს. თმის გახანგრძლივებული ცვენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თმის ღერების კომპლექსური მიკროსკოპიული ანალიზი ვიტამინომინერალურ ბალანსზე და ენდოკრინული გამოკვლევა.

      თმის ცვენა ძლიერდება მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. საქმე ის არის, რომ ორსულობისას თმა ინტენსიურად იზრდება და 10-15%-ით კიდეც ხშირდება, რადგანაც პლაცენტა დამატებით გამოყოფს ესტროგენებს – ქალის სასქესო ჰორმონებს, რომლებიც თმის ზრდისა და სიცოცხლის ციკლს ახანგრძლივებს. 9 თვის შემდეგ კი ეს “პლაცენტური დოპინგი” იწურება და მეძუძური დედა პრობლემის წინაშე დგება. თუმცა ამ მდგომარეობას დაავადებად ვერ განვიხილავთ. მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში გაძლიერებული თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. მთავარია, ის ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს. ამისთვის კი სათანადო ჰიგიენა და კვებაა აუცილებელი. თუ ორიოდე თვეში თმის ცვენა არ შენელდა, მიაკითხეთ სპეციალისტს, მანამდე კი არაფერია საგანგაშო.

    ასე თუ ისე მოგაწოდეთ ზოგადი ცნობები თმის ცვენის შესახებ. აფთიაქებში იყიდება უამრავი საშუალება-შამპუნები, ბალზამები, კაფსულები, ჟელეები….თმის ცვენის საწინააღმდეგო, რომლებიც საკმაოდ მაღალი ფასები ღირს, მაგრამ მე როგორც გავიკითხე მათი დიდად კმაყოფილი არავინაა, რის შედეგადაც მივდივარ კვლავ საბოლოო დასკვანმდე რომ დერმატოლოგთან ვიზიტი ყველაზე კარგი გამოსავალია, ხოლო როცა მიზეზს დავადგენთ და მკურნალობას დავიწყებთ მერე დავიწყოთ ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება. მანამდე კი მინდა შემოგთავაზოთ მართლაც და ეფექტური ხალხური და ბებიების დროინდელი საშუალებები.

  • აბუსალათინის ზეთში ( 100 მლ. ) ვურევთ 1 ამპულა ვიტამინ D -სს და ერთ ამპულა ვიტამინ A -ს.
    3 დღე თმის ძირების მასაჟი ამ ნარევით და მესამე დღეს კვერცხის ნიღაბი და ჩამობანა.
  • როგორც გავიგე ძალიან ძალიან ძალიან ეფექტური ყოფილა ნიორის წვენის შეზელა თმის ძირებში და ჩამობანა. იმას ვერ დაგპირდებით რომელიმე სუნამო თუ უშველის შემდეგ მაგრა…
  • 1 წილი კონიაკი, 4 წილი ხახვის წვენი, 6 წილი ბირკავას ნახარში (სუფრის კოვზი ბალახი მოდუღებული ჩაის ჭიქა წყალზე) შეიზილეთ თავის კანში, შეიხვიეთ პირსახოცით 2 საათის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. პროცედურა გააკეთეთ კვირაში ერთხელ.
  • თმის გასაჯანსაღებლად 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს (აფთიაქში იყიდება) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაცივებული ნაყენი გაწურეთ და თავის დაბანვის შემდეგ შეიძილეთ თავში კვირაში ერთი-ორჯერ.
  • თმის ცვენას და მტვრევას შველის თავშავას, ვირისტერფას, პიტნის, გვირილის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 3 ს/კ ნაერთს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ. შეგრილდეს და გადაწურეთ, დაამატეთ თბილი წყალი და დაბანილ თავზე გადაივლეთ, შეიზილეთ თმის ძირებში.

აი ესაა. იმედია გამოგვადგება. ამის შემდეგ თმასთან დაკავშირებით სხვა მოვლის საშუალებებსაც დავწერ.








Follow

Get every new post delivered to your Inbox.