გილოცავ დედი დაბადების დღეს :))

10 07 2010

უკვე ვინ მოთვლის რამდენი ხანია ჩანაწერი არ გამიკეთებია, რატომღაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების გამო სურვილი მქონდა დაკარგული. თუმცა ჩემმა პატარამ ისევ მომაბრუნა ბლოგისკენ :)

8 ივლისს თომა 1 წლის გახდა. მართალია ეს ჩანაწერი ძალიან პირადული სახისაა თუმცა, რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო. დედი გილოცავ დაბედების დღეს, ჩემო სიყვარულო სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ იმას რაც მინდა, რომ გისურვო. ერთი იცოდე ჩემთვის სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და ცხოვრებაში რაც კი რამე გამაჩნია ყველაფერი შენია, შენ გეკუთვნის. ჩემი ყველაზე თბილი, ტკბილი და საოცარი არსება ხარ.

სხვათაშორის თომას სტუმრებიც ჰყავდა, მარი და სანდრო. ვიკიკოსაც ელოდებოდა, მაგრამ სოფელში წასულა და გული დაწყდა.მერე ტორტი შემოუტანა დედიკომ, რომლზეც ერთი სანთელი ენთო და ჩააქრო :)

დღეს კი სოფელში მივდივართ, გემშვიდობებით რაღაც პერიოდი და იმედია განახლებული იდეებით დავბრუნდები.


Actions

Information

4 responses

23 07 2010
Taa

ვიკიკოც ულოცავს შორიდან
და იმედი აქვს რომ მომავალ წელს ერთად ითამაშებენ დაბადების დღის ცენტრებში და ერთად გაერთობიან

რატომღაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების გამო სურვილი მქონდა დაკარგული.

რამე არ ვიცი? რამე მოხდა?

27 08 2010
13th

გილოცავთ დედიკოსაც და შვილიკოსაც :) ) უსაყვარლესი ბავშვო გყავს, ხატი და ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ მე და სანი :) )

6 09 2010
kakato

<3 dagvianebit gilocavt :*

24 10 2010
tina

ხატია,დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი….ძალიან, ძალიან მომეწონა,ზოგან ცრემლებიც ვაღვარღვარე….საოცარი გოგო ხარ! სად ვიყავი აქამდე,რომ არ გიცნობდი?, მაგრამ მაპატიე,ჩემს ასაკში ალბათ ესეც მიხწევაა…მომწონს პირადი ბლოგი,ის ყველაფერს მოიცავს,სულაც არ მინდა ვკითხულობდე,ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფს…გაიხარე და გამრავლდი შენს ქმარშვილში,მომიკითხე დედა,ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. (წერილივით კი გამომივიდა…)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s




Follow

Get every new post delivered to your Inbox.