უკვე ვინ მოთვლის რამდენი ხანია ჩანაწერი არ გამიკეთებია, რატომღაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების გამო სურვილი მქონდა დაკარგული. თუმცა ჩემმა პატარამ ისევ მომაბრუნა ბლოგისკენ
8 ივლისს თომა 1 წლის გახდა. მართალია ეს ჩანაწერი ძალიან პირადული სახისაა თუმცა, რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო. დედი გილოცავ დაბედების დღეს, ჩემო სიყვარულო სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ იმას რაც მინდა, რომ გისურვო. ერთი იცოდე ჩემთვის სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და ცხოვრებაში რაც კი რამე გამაჩნია ყველაფერი შენია, შენ გეკუთვნის. ჩემი ყველაზე თბილი, ტკბილი და საოცარი არსება ხარ.
სხვათაშორის თომას სტუმრებიც ჰყავდა, მარი და სანდრო. ვიკიკოსაც ელოდებოდა, მაგრამ სოფელში წასულა და გული დაწყდა.მერე ტორტი შემოუტანა დედიკომ, რომლზეც ერთი სანთელი ენთო და ჩააქრო
დღეს კი სოფელში მივდივართ, გემშვიდობებით რაღაც პერიოდი და იმედია განახლებული იდეებით დავბრუნდები.

