უსამართლობა კათარზისში

28 04 2010

ამ ჩანაწერის გაკეთებას სულ არ ვაპირებდი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში განვითრებულმა მოვლენებმა ძალიან შემძრა და არ შემეძლო, რომ ეს ასე საჯაროდ არ გამომეტანა.

ამას წინათ იმედზე  ”ჟურნალისტის დღიურის” გადაცემაში გავიდა სიუჟეტი უპატრონო მოხუცების შესახებ, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ და კათარზისში დადიან გამოსაკვებად.  შეგვძრა ამ ბებოების და პაპების ამბავმა, რომლებიც ნატრულობენ, რომ ღამის გასათევი ადგილი ჰქონდეთ, თბილ ლოგინში ეძინოთ. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით გარკვეული ჯგუფი, რომლებცი რაღაცა სახით ვაპირებთ დახმარებას, თუმცა აქ არ დავიწყებ მაგის წერას, რადგან ჩვენი მიზანი არაა ამის განვრცობა და ხალხისთვის გაგებინება, არც ოფიციალური სახე არ მიგვიცია. მე აქ სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებ.

ჩვენი საქმიდან გამომდინარე შეხება უნდა გვქონოდა კათარზისთან. მე ამ ორგანიზაციაზე ძალიან სათნო წარმოდგენა მქონდა, რომ ყველანაირად ეხმარებოდნენ მოხუცებს და უზრუნველყოფდნენ მათ. მივედით… არის სამ სართულიანი შენობა, რომელიც საკმაოდ  სუფთად გამოიყურება, ქვედა სართულზე არის ჰოლი, სადაც სხედან საყვარელი ბებოები და პაპები, ჭორაობენ, უყურებენ ტელევიზორს, ასევე აქვთ სარეპეტიციო დარბაზი, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა. გაგვიხარდა, თუმცა გაკვირვება წინ გველოდა. ავედით ზედა სართულებზე და რას ვხედავ. განთავსებულია უამრავი კაბინეტი, უამრავი… ყოველ მათგანზე წარწერა ”დირექტორი”, ”დირექტორის მოადგილე”, ”სახლის დედა”… ამის შემდეგ ისმის კითხვა: ”რამდენ მოხუცს იტოვებთ ღამე?” და პასუხი ”12-ს”.

გული ჩამწყდა ამ უსამართლობით. ადამიანებო, მთელი დერეფნული სისტემა  დივნებით და სავარძლებით გაქვთ მოფენილი, გაქვთ სრულიად არასაჭირო კაბინეტები, იმის მაგივრად, რომ ცალ-ცალკე ოთახებში სხედხართ დირექტორი და მისი მოადგილე არ შეიძლება რომ ერთად იყოთ? ამის შედეგად, ხომ განთავუფლდება ერთი ადგილი და მოხუცებს დატევთ? რა ნამუსით მუშაობთ, როცა იცით ამ თავსხმა წვიმებში ვიღაცა საწყალ მოხუცს ქუჩაში სძინავს და იყინება? გასაგებია, რომ ესეც სამუშაოა, კი გატონო, აიღეთ ხელფასები, აითვისეთ  თანხა შემოსაწირებიდან და დაფინანსებიდან, მაგრამ ასე უსულგულოდ როგორ შეიძლება? არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ. დავდივარ და ამ ხალხის სახე მიდგას თვალწინ. არც მინდ აბევრი ვწერო, სახელების და გვარების ჩამოთვლისაგან თავს ვიკავებ, არ მინდა პრობლემები, რადგან კეთილი საქმე გვაქვს დაწყებული და მეშინია ამის გამო ხელი არ შეგვეშალოს, თორემ ძალიან დიდი პოსტის გაკეთებას ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენც დაბერდებით, არავის ვუსურვებ ასე მიტოვებულ სიბერეს, როცა კაციშვილი არ გყავს. იცით ერთი ბებო როგორ შემოგვყურებდა? 2 წლის ბავშვიით, რომელიც რაღაცას ელოდება შენგან, მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება, რატომ უნდა ეძინოს გარეთ? როცა არის შესაძლებლობა იმისა რომ გაკეთდეს ოთახები.

.

ბოდიში არეულ ჩანაწერზე. ცუდათ ვარ ამ ყველაფრის გამო.


Actions

Information

8 responses

28 04 2010
Taa

Vaimeeeeeeeeeeee
arada chven sul cexmarebodit xolme katarziss :(

22 05 2010
Taa

sad aris axali postebi?

14 06 2010
linutana

:(

14 06 2010
overjazzed

xatia, ar miatovo blogi, sainteresod cer :)

10 07 2010
khatiaa

დიდი დიდი მადლობა, არ მივატოვებ, უბრალოდ ცოტა ხანი ტაიმ–აუტი ავიღე :)

26 07 2010
Giorgi Zghuladze

ხატია, ხომ არ დაინტერესებულხარ ახლა რა სიტუაციაა ? იქნებ ყველამ ერთად ვეცადოთ, უკეთესობისკენ შევცვალოთ. რითიც შემეძლება, თქვენს გვერდით მიგულეთ.

27 07 2010
khatiaa

სამწუხაროდ კათაზისიდან ვერ ავიყვანეთ მოხუცი, სამაგიეროდ არანაკლები საქმე გაკეთდა რის შესახებაც აუცილებლად დავწერ და თუ სურვილი გექნებატ შემოგვიერთდით, ძალიან გავიხარდება.

6 02 2011
anosmagazine

როგორი მძიმე თემაა:(( გული მომიკვდა:((( რამე გამოგივიდათ? რა შეიცვალა? ადრე ვერის პარკში ერთი ქალი იჯდა მთელი დღეები და მე და ჩემმა მეუღლევ შევამჩნიეთ და გამოველაპარაკეთ. აღმოჩნდა რომ შვილებმა გამოუშვეს სახლიდან და ვერის პარკში ცხოვრობს თავისი ფუთებით. როცა კი შესაძლებლობა გვქონდა მიგვქონდა მასთან საჭმელი და ძალიან უხაროდა. ეხლა მანდ აღარ ვცხოვრობთ და რაშ შვება როგორ არის ქ-ნი ჟუჟუნა არ ვიცი:((( არადა ძალიან სასიამოვნო ქალბატონია:(((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s




Follow

Get every new post delivered to your Inbox.