ჩანაწერი ეძღვნება ჩემს თავს :) გილოცავ დაბადების დღეს.

4 04 2010

პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

მეორე რიგში კი გილოცავ დაბადების დღეს ჩემო თავო :) დღეს შენ დიდი გოგო გახდი, 22 წლის. გახსოვს თინეიჯერობის პერიოდში 12 საათს რომ გადასცდებოდა ხოლმე და ”ვიღაც–ვიღაცეები” ერთმანეთს რომ ასწრებდნენ მოლოცვას? :)   გუშინ ღამეც მაგის იმედით დაუწიე მობილურს ხმა, ელოდებოდი უამრავი ესემესი მოვიდოდა და თომას არ გაეღვიძა რომელსაც შენს გვერდით ეძინა.  და ჰოი საოცრებავ… :) გახდა პირველის ნახევარი და მხოლოდ  დაქალს ჰქონდა მოწერილი, შენც ადექი და გიოს (ქმარს) ურცხვად შესჩივლე, რომ ადრე ბევრი თაყვანისცემელი მიმესიჯებდა და ახლა სად გაქრა ის ხალხიო?! :)

შენს გვერდით მხოლოდ ის ხალხი დარჩა ვისაც რეალურად უყვარხარ და შენთან უნდა. არ ინერვიულო, სამაგიეროდ პირველი დაბადების დღე გაგითენდა როცა გვერდით ყველაზე ყველაზე საოცარი არსება გყავს, თომა. ან მარტო ის რად ღირდა შენმა გიომ რომ ტკბილად მოგილოცა. ბოლოსდაბოლოს რა საჩუქარი გაგიკეთა, რამდენი ხნის ოცნება აგიხდინა.

არც იმაზე ინერვიულო, რომ დღევანდელი დღის გეგმები სულ ჩაგეშალა იმის გამო რომ პატარა ავად გაგიხდა და სიცხემ აუწია. მთავარია თომა გყავდეს კარგად და სხვა დროსაც მოასწრებ გართობას.

ჩემო თავო, პირველ რიგში გისურვებ რომ უფლის გზა გეპოვნოს, ასევე ჯანმრთელობას შენი და შენი საყვარელი ადამიანების, გისურვებ რომ მოახდინო შენი თავის რეალიზება და გახდე წარმატებული ადამიანი როგორც პროფესიული თვალსაზრისით ასევე პირად ცხოვრებაში, ყოფილიყავი მუდამ საყვარელი, სასურველი ცოლი და სუპერ სუპერ დედა :) და დღეს რომ გაიფიქრე ჩუმად შენს გულში რაც 22 წლის ასაკისთვის დაგეგმილი გქონდა და იმის ნახევარიც ვერ გააკეთე, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგესწროს.


Actions

Information

8 responses

5 04 2010
თაა

kidev ertxel da momavalshi kidev uamravjergilocav
bednieri iyavi, tomasitostan, giostam da momaval cicilebtan ertad
erti daqali vikikos unda raaaaaa da shens imedze var :)

mokled kvelafer sauketesos gisurveb, lamaz da uzrunvel cxvrebas

da male karg samsaxurs, sixarulit rom midiode xolme isets

5 04 2010
khatiaa

დიდი მალდობა თათა :) ერთი გოგო კი აუცილელბად :) უნდა ვიკიკოს დაქალი რომ თომა ერთად გააბრაზონ ხოლმე :)

6 04 2010
ხატუსია

gilocav khatia… mraval dabadebis dRes daeswri da yvela Seni natvra agsrulebodes!!! :)

8 04 2010
utvino

ხატი გილოცავ საყვარელო
მართალია ძალიან დაგვიანებით, მაგრამ დიდი სიყვარულით
ძალიან საყვარელი ხარ და ძალიან ბედნიერი და წარმატებული მინდა იყო
:*
გკოცნი, გეხვევი შენი ჯგუფელი :D

13 04 2010
sati

ფორუმზე რატომ გამომრჩა შენი დაბადების დღის ამბავი არ ვიცი. ახლა და აქ გილოცავ.
შენს ბიჭზე ვგიჟდები ისე მომწონს, უბრალოდ არ მიყვარს იქ კომენტარების დატოვება. მაგრამ განსაკუთრებულად მომწონს შენი თომა და დედაც რა ლამაზი ყოლია.
ხშირად მომწონს შენი ნაწერები ;)
მოკლედ, დღეს თუ კი რამე გაკლია სრული ბედნიერებისთვის, იმას გისურვებ და ყველგან და ყველაფერში ბოლომდე რომ რეალიზებული და წარმატებული იყო [url=http://elar.ge/][IMG]http://elar.ge/smiles/smiles3/give_rose.gif[/IMG][/url]
[url=http://elar.ge/][IMG]http://elar.ge/smiles/smiles2/privet.gif[/IMG][/url]

15 04 2010
khatiaa

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო :) გამახარე :)

28 06 2010
SkyneT

ვაიმე მოგიკვდი მე შენ :D
არადა დაბადებისდღე გამახსენდა და ტელეფონსი ნომერი ვერ გავიხსენე :(
3 თვის დაგვიანებით თუ მიიღებ :D მილოცვა არ მენანება კი იცი :D
ერთი ეს საჩუქრების შერჩევა ვერ დავამუღამე რაა :D

10 07 2010
khatiaa

არა უშავს ბებერ :) ) მივიღებ აბა რას ვიზავ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s




Follow

Get every new post delivered to your Inbox.