რაღაცნაირ განწყობაზე ვარ, არ ვიცი ამას რომანტიული ჰქვია თუ რა. მიზეზი მუსიკაა. ადრე თითქმის ყველგან სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სიმღერას ვუსმენდი, სახლში, გზაში, მანქანაში. ძირითადად ჰაუსს, კლუბურს და წყნარ მუსიკას. ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ჩემი ცხოვრებიდან სიმღერა გაქრა, აღარც დისკები, დიდი ხანია ცენტრი არ ჩამირთავს. ჩემს ფოლდერებს კომპიუტერში არ შემატებია ახალი ჰიტები და მარტო ის მაქვს რასაც ადრე ვაგროვებდი. მანქანაში სიწყნარეში შემიძლია ჯდომა. არ ვიცი ამის მიზეზი რაა. ასე უცებ რა შეიცვალა.
წეღან კომპიუტერთან ჯდომისას ვფიქრობდი რომ გამითავდა იდეები ბლოგზე რამე დამეწერა, ამ ფიქრებში გავხსენი ძველი ფოლდერი და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერას წავაწყდი. იმოქმედა.. თან ძალიან. სადღაც შორს გადამაგდო, მედარდება რომ არ მაქვს უნარი გადმოვცე ჩემი ემოციები ბოლომდე რასაც მის მოსმენის დროს ვგრძნობ. გადავწყვიტე დღეიდან ისევ დავუბრუნდე მუსიკას და არასოდეს ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს კონკრეტული სიმღერა რაღაცას გახსენებთ წარსულიდან და სასიამოვნო განწყობაზე გაყენებთ. ძველ დროს, მეგობრებს, ზაფხულს, განსაკუთრებულ მოვლენას, თუნდაც ძველ სიყვარულს …
ასე რომ ამ ჩანაწერის ჩაკითხვის შემდეგ მოკალათდით სავარძლებში, ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ. ხოლო მათ ვისაც გიყვართ წყნარი, მშვიდი მუსიკა, ან არ გიყვართ მაგრამ ახლა ჩემნაირ უაზრო რომანტიულ ხასიათზე ხართ, ჩააქრეთ შუქები, დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე და მოუსმინეთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მელოდიას
ეს ორიგინალი.
ეს კი ქავერი. ორივე ძალიან მომწონს.
მუსიკის გარეშე მეც ვერ ვძლებდი ვერცერთი წუთი, ახლა ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე….
ისე კი, ძალიან ხშირად რაღაც სიტუაცია გვამახსოვრებინებს მუსიკას სამუდამოდ, შეიძლება ამ მუსიკაში ღირებული არაფერი იყოს, მაგრამ რაღაცასთანაა კავშირში.
მეც მიყვარს რომანტიკული, წყნარი მუსიკა და მსუბუქი როკი
momewona : X